პროექტის  სახელწოდება:   მათემატიკური კლუბიწიგნიერება“.
პროექტის  მთავარი  იდეა:  მოზარდებისათვის  იმის  დანახვა, რომ  მართალია მათემატიკის   სწავლა წიგნებიდან ინფორმაციის მოძიებით მეტ ენერგიას, ძალისხმევას და ვარჯიშს მოითხოვს  ზეპირი ათვისებისაგან განსხვავებით, მაგრამ კითხვის უნარ-ჩვევებს მათი აკადემიური და შემდგომში სოციალური წარმატებისთვის უდიდესი (კრიტიკული) მნიშვნელობა აქვს, რომ წიგნიერება საკლასო ოთახში არც იწყება და არც მთავრდება.
პროექტის  აქტუალობა: 
დაეხმაროს მოსწავლეებს 
●მათემატიკის სწავლებაში.
●მკითხველისთვის საჭირო უნარების დაუფლებაში.
●სიძნელეებისადმი  შიშის  დაძლევაში  და  სწავლისადმი  ინტერესის  გაღვივებაში.
●ხედვისა  და    ძიების   უნარის  წვრთნაში.
● მოსაზრებებისა  და  გონებამახვილობის   განვითარებაში.
●საკუთარი სწავლის პროცესის მართვაში.
პროექტის  მიზნები:
 ხელი  შეუწყოს 
●მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივებას.
 წიგნისადმი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობისა და შემეცნების წყურვილის გაღვივებას.
●მოსწავლის  ჩამოყალიბებას თავდაჯერებულ მკითხველად.
●მოსწავლეთა  ყოველმხრივ,  ჰარმონიულ  განვითარებას.
● ცხოვრებაში  საჭირო  ჩვევების  გამომუშავებას.  
●სხვადასხვა გზებით მასალის (მოვლენების) გაგება-გაცნობიერებას.
● თვითშემოქმედების  უნარის  განვითარებას.
●მოსწავლეთა  ჩართვას  საკუთარი  სწავლის  პროცესში.
●მოსწავლეთა  თვითრეალიზაციას.
●საკომუნიკაციო  უნარების  განვითარებას.

მონაწილეთა  ასაკი:   II    საფეხურის   მოსწავლეები.
ვადები, ხანგრძლივობა:   1.05.2012–1.05.2013
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას:
●მოსწავლის, როგორც მოტივირებული და უნარიანი მკითხველის ჩამოყალიბება.
●საკუთარი  სწავლის პროცესით  დაინტერესებული  მოსწავლეები.
●გააქტიურებული  და  მიზანდასახული  მოსწავლეები.
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
●მაგნიტური  დაფა.
●მარკერი.
●ფოტოაპარატი.
●პროექტორი.
●კომპიუტერი(ინტერნეტი).
პროექტის  მსვლელობა:
  პროექტის  დაწყების  თანავე  მასწავლებელი  პროექტში მონაწილე  თითოეულ მოსწავლეს აძლევს თემას და სთხოვს მის მიერ მითითებული რამდენიმე სახელმძღვანელოდან ამ თემის შესახებ მოაგროვოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი ინფორმაცია.გააკეთოს დასკვნა რომელი წიგნიდან არის შესაძლებელი უფრო ადვილად მასალის ათვისება და რატომ? რა რჩევას მისცემს მეგობრებს რომელი სახელმძღვანელოდან ისარგებლონ ამ მასალის შესწავლის დროს  და რატომ? რას შეცვლის ავტორისეულ ვარიანტში იმისათვის, რომ მის მეგობრებს  გაუადვილდეთ აღნიშნული თემის სწავლა? ან თუ შეუძლია თვითონ შექმნას მასალა რათა დაეხმაროს მეგობრებს  აღნიშნული მასალის ადვილად ათვისებაში?(დადებითი პასუხის შემთხვევაში წარმოადგინოს მასალა აღნიშნულთან დაკავშირებით). მასწავლებელი კვირაში  ერთხელ  აწარმოებს  შეხვედრებს    პროექტში  მონაწილე  მოსწავლეებთან,  მოისმენს  მათ  ინიციატივებს, წაახალისებს  და  მისცემს შესაბამის  რჩევებს.თვეში ერთხელ  ჩატარდება  შეხვედრა სადაც თითოეული მოსწავლე წარმოადგენს  მისეულ ვარინტს  აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით.პროექტის დასასრულს კი ჩატარდება მათემატიკური  საღამო.მომზადებულ   დარბაზში გამოიკვეთება  რამდენიმე  ზონა, დაფა,  წამყვანი,  ჟიური,  პროექტში მონაწილე მოსწავლეები, მაყურებელი.  ჩატარდება  მათემატიკური  ჭიდილი  მოსწავლეებს  შორის. საღამო  მიჰყავს  მასწავლებელს,  რომელსაც  ევალება  კითხვების  მომზადება  და  კონკურსის  ჩატარება.თითოეული მოსწავლე წარმოადგენს  მის მიერ მომზადებულ მასალას.   ჟიური  განიხილავს  რამდენად  გამოიყენა ესა თუ ის სახელმძღვანელო აღნიშნული თემის მომზადების პროცესში მოსწავლემ,  რამდენად გასაგებდ და მარტივად გადმოსცემს მასალას და არის თუ არა იგი უფრო მეტად მოტივირებული და უნარიანი მკითხველი.
საგნებთან / საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
●ქართული - მსჯელობის უნარის განვითარება.
●მათემატიკა - ძიების , ხედვის და დასაბუთების უნარის განვითარება.
●გამოცდილებების  გაზიარება.
●ურთიერთთანამშრომლობა.
●მოტივაციის  გაზრდა.
●პროექტებზე   მუშაობის  გამოცდილება.
პროექტის  ხელმძღვანელი:   ლენა  ლომსაძე
ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა:   len.lomsadze@gmail.com
პროექტის  ვებ–გვერდი: ბლოგი